"რამდენიმე საათი რჩება სანამ დაიხურება საარჩევნო უბნები და ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა ამ ხელოვნური ბარიერების მიუხედავად, რასაც ოპოზიციური პარტიები ქმნიან რუსთავში დღეს", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" "ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ განუცხადა.
როგორც ლაცაბიძემ აღნიშნა, ოპოზიცია დღეს ცდილობდა ამომრჩევლისთვის თავისუფლად საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება არ მიეცა.
"დილიდან ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ რუსთავში ყოფილიყო სიმშვიდე, თითოეულ რუსთაველს ჰქონოდა თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება. სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა, მთელი დღის განმავლობაში დაკავებულია იმით, რომ არ მისცეს ადამიანებს სწორედ ეს თავისუფლება და ეს ხდება უბნებთან მისვლით, ზეწოლით, რაზეც ჩვენმა დამკვირვებლებმა გააკეთეს რეაგირება, მათ დაწერეს საჩივრები. რამდენიმე საათი რჩება სანამ დაიხურება საარჩევნო უბნები, ჩვენი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა ამ ხელოვნური ბარიერების მიუხედავად, რასაც ოპოზიციური პარტიები ქმნიან რუსთავში დღეს", - განაცხადა ლაცაბიძემ.