რუსთავში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ელექტრო ენერგია გაითიშა

2021-10-02 19:08:58

მე-9 საჯარო სკოლაში საარჩევნო პროცესი ელექტრო ენერგიის გათიშვის გამო დროებით შეჩერდა. აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 13-14 საარჩევნო უბნებია განთავსებული.

ადგილზე უკვე მიიტანეს ელექტრო გენერატორი და როგორც N20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, კენჭისყრის პროცესი მალე განახლდება.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ელექტრო ენერგიის მიწოდება ასევე შეუწყდათ მე-7, მე-8, მე-11, მე-12, მე-15, 35-ე, 37-ე, 40-ე, მე-60, 74-ე საარჩევნო უბნებზე.