რუსთაველი ამომრჩევლის აქტივობა

2021-10-02 17:23:07

რუსთავში 17:00 საათის მონაცემებით ხმა 42 327  ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის თითქმის 40%-ია.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.

საოლქოში აცხადებენ, რომ შესული საჩივრების რაოდენობა არ გაზრდილა და ისევ სამია.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მასშტაბით სულ 84 უბანი და 4 სპეცუბანია, სადაც სულ 106 895-მდე ამომრჩეველია.

ცნობისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა საქართველოს მასშტაბით 41.35% შეადგინა