რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა ნინო იმედაშვილმა არჩევანი გააკეთა და მისი თქმით, ხმა ცვლილებებს მისცა.
"ხმა მივეცი ცვლილებებს, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანას ჰყავდეს კოალიციური მთავრობა, რომ ის ვინც წააგებს ციხეში აღარ წავიდეს, ვინც მოიგებს არ ჰქონდეს აბსოლუტური ძალაუფლება.
ეს არის, რაც დაღუპავს ჩვენს ქვეყანას. ამ დროისთვის რაც ფიქსირდება, ყურსასმენებით გადასცემენ იმ ამომრჩევლის სახელს და გვარს, რომელიც საარჩევნო უბანზე მიდის და ეს არის ფარულობის დარღვევა",- განაცხადა ნინო იმედაშვილმა.