15:00 საათის მონაცემები რუსთავში - არჩევნები 2021

2021-10-02 15:36:18

რუსთავში, 15:00 საათის მონაცემებით, ხმა 34 626 ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 32%-ია.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ხათუნა გოშაძის განცხადებით, ამ დროისთვის მათთან დარღვევებთან დაკავშირებით შესულია 3 საჩივარი.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის მასშტაბით სულ 84 უბანი და 4 სპეცუბანია, სადაც სულ 106 895-მდე ამომრჩეველია.