 
         2021-10-02 13:11:29
2021-10-02 13:11:29 
    
		
		
			პარტია "გხარია საქართველოსთვის" ინფორმაციით, რუსთავში არსებულ 3 საარჩევნო უბანზე კანონდარღვევები დააფიქსირეს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, #71, #49 და #50 უბნებზე კაბინებთან სათვალთვალო კამერებია განთავსებული, რაც შესაძლოა ამომრჩევლის ხმის მიცემის ფარულობის უფლებას არღვევდეს.
მათივე თქმით, საარჩევნო კომისიის წევრები ვერ ასაბუთებენ, კამერები გათიშულია თუ ფუნქციონირებს.
