რიგები რუსთავის საარჩევნო უბნებთან [photo]

2021-10-02 13:05:09

რუსთავში საარჩევნო უბნებთან რიგები შეინიშნება.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თავიანთი პოზიციის დასაფიქსირებლად მისული ადამიანების განსაკუთრებული ხალხმრავლობა ძველ რუსთავშია.

შეგახსენებთ, რუსთავში 106 896 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქალაქის მასშტაბით, გახსნილია 88 საარჩევნო უბანი.