რუსთავში 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად 18 805 ადამიანი მივიდა, რაც საერთო ამომრჩეველთა 17,53%-ს შეადგენს.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.
აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით აქტივობა დაბალია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათის მონაცემებით 21 946 მოქალაქეს ჰქონდა საკუთარი არჩევანი გაკეთებული, რაც სრული რაოდენობის 20,43% იყო.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის მასშტაბით სულ 84 უბანი და 4 სპეცუბანია, სადაც სულ 106 895-მდე ამომრჩეველი.