"ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგია დესტრუქციული აქტივობა"

2021-10-02 12:03:23

პოლიტიკური პარტიის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" რუსთავის მერობის კანდიდატის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი არის, რომ ჰქონდეთ სხვადასხვა დესტრუქციული აქტივობა.

"მესმის, რომ ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი არის, რომ ჰქონდეთ დესტრუქციული სხვადასხვა აქტივობა. მათ არ ჰქონიათ არანაირი კამპანია. არა აქვს ქალაქის განვითარების ხედვები და პერსპექტივები. მთელი დღე დაკავებულები არიან, რა დაძაბულობა რა უსიამოვნება შემოიტანონ ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ლაცაბიძის განცხადებას გამოეხმაურა რუსთავის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი დავით კირკიტაძეც.

"ცოტა ფრთხილი იყოს განცხადებებში, მერე არ გამოვიდეს ღარიბაშვილი და არ უთხრას, რომ ვატყუებდითო და განცხადებებს ასე ვაკეთებინებდითო. ასე მოექცნენ მის კოლეგებს გუშინ და ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი",- განაცხადა კირკიტაძემ.