რუსთავის მერმა ხმა მისცმა

2021-10-02 12:01:13

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ხმა მისცა.

როგორც ტაბაღუამ საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა ქალაქის ახალ შესაძლებლობებს მისცა.

“ხმა მივეცი ახალ შესაძლებლობებს ჩემს ქალაქში. კანდიდატს და გუნდს, რომელიც დარწმუნებული ვარ ყველა დაწყებულ საქმეს სისრულეში მოიყვანს და ძალიან ბევრ განსხვავებულ პროექტს შესთავაზებს ქალაქს”, - განაცხადა ტაბაღუამ.

ირაკლი ტაბაღუას ვკითხეთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ფიქრობს თუ არა, რომ რუსთავში მეორე ტურის აუცილებლობა დადგება. ქალაქის მერის განცხადებით, “ქართული ოცნების” კანდიდატი პირველივე ტურში გამარჯვებს.

“განწყობა ისეთია და იმდენად დადებითი მუხტი აქვს ჩვენს კანდიდატს, ვფიქრობ, რომ პირველ ტურში უნდა დასრულდეს არჩევნები და უნდა დასრულდეს მისი განარჯვებით”, - განაცხადა რუსთავის მერმა.