“ქართული ოცნების” რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ ხმა მისცა.
ლაცებიძემ #2 საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საკუთარი პოზიცია რუსთავის ახალ შესაძლებლობების სასრგებლოდ დააფიქსირა.
“დღეს ჩვენს ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ადგილობრივი თვითმმართველობის მომავალი ხელმძღვანელები და ის გუნდი უნდა ავირჩიოთ, ვინც მუნიციპალიტეტებს ძალიან ბევრ გამოწვევას, ძალიან ბევრ პრობლემას მოუგვარებს. მე დღეს ხმა მივეცი ჩვენი ქალაქის ახალ შესაძლებლობებს, ჩვენი ქალაქის განვითარებას, სიმშვიდეს და უკეთეს მომავალს ჩემი შვილებისთვის”, - განაცხადა ლაცაბიძემ.