რუსთავში 10:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად 8487 ადამიანი მივიდა, რაც საერთო ამომრჩეველთა 7,9%-ს შეადგენს.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, რუსთავში ყველა საარჩევნო უბანი შეუფერხებლად 07:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლის მიღება 08:00 საათიდან დაიწყო.
საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და ჯერ-ჯერობით საჩივარი არავის დაუწერია.
რუსთავის მასშტაბით სულ 84 უბანი და 4 სპეცუბანია, სადაც სულ 106 895-მდე ამომრჩეველი.