რუსთავში, კორონავირუსს კიდევ 2 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
კოვიდ19-ის შედეგად გარდაცვლილები 60 წლის ქალი და 54 წლის მამაკაცი არიან.
პაციენტები მკურნალობის კურსს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდნენ.
სამედიცინო დაწესებულების ინფორმაციით, ინფიცირებულ პაციენტებს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდათ და არცერთი მათგანი არ ყოფილა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი.