კოკსაკის ვირუსი

2017-08-15 19:54:09

კოკსაკის ვირუსის შემთხვევა საქართველოში არ ფიქსირდება. თუმცა მედიკოსები ვირუსისგან თავისდასაცავად რეკომენდაციებს იძლევიან. ვირუსისთვის დამახასიათებელია მაღალი ცხელება, გამონადენი ცხვირიდან და თვალებიდან, ხველა, თავის ტკივილი და გამონაყარი. კოკსაკი ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსია, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ დაავადებულ ადამიანთან ურთიერთობას და დავიცვათ ჰიგიენის ნორმები. რისკის ჯგუფს 0-დან 3 -წლამდე ბავშვები და მოხუცები განეკუთვნებიან.

კოკსაკი არის ქალაქის დასახელება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დაფიქსირდა პოლიომიელიტის მსგავსი დაავადების ეპიდემია, რომელიც გამოწვეული იყო იმ პერიოდში უცნობი ვირუსით. შემდგომში იდენტიფიცირებულმა ვირუსმა მიიღო კოკსაკის სახელწოდება. ECHO არის აბრევიატურა – Entero Cytopathic Humen Orphan.
ინფექციის წყაროა დაავადებული ან ვირუსმტარებელი ადამიანი. გადაცემა ხდება ჰაერ–წვეთოვანი ან ფეკალურ–ორალური გზით. უფრო ხშირად ავადდებიან ბავშვები და ახალგაზრდები. დამახასიათებელია სეზონურობა – უფრო ხშირი ავადობა ზაფხულში და გაზაფხულზე. გადატანილი დაავადების შემდეგ იმუნიტეტი არის საკმაოდ მყარი და ხანგრძლივი (რამდენიმე წლამდე). ინკუნბაციური პერიოდი წარმოადგენს 1–10 დღემდე. დაავადების დასაწყისი მწვავეა. კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს:
ენტეროვირუსული ცხელება – ყველაზე გავრეცელებული ფორმაა, ახასიათებს ტემპერატურის მომატება, სუსტად გამოხატული კატარალური სიმპტომები, ლიმფური კვანძების გადიდება.


გამოვლინება კანის და ლორწოვანი გარსის მხრიდან:
– ენტეროვირუსული ეგზემა ( ახასიათებს ლაქოვან–პაპულოზური გამონაყარი კანზე).
– ჰერპანგინა ( ერთეული მცირე ზომის ვეზიკულები სასაზე და ნუშურებზე, ვეზიკულები სწრაფად იხსნება და წარმოიქმნება ეროზია, რომელსაც შემოფარგლავს ჰიპერემია).
– ვეზიკულური გამონაყარი ხელებზე და ფეხებზე.
– კონიუქტივიტი (ჰემორაგიული).


გამოვლინება საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის მხრიდან:
– პლევროდინია (ეპიდემიური მიალგია) ახასიათებს მწვავე შეტევითი ტკივილი კუნთებში, რომელიც ძლიერდება მოძრაობისას. შტევის ხანგრძლივობაა 3–5 წუთი.

გამოვლინება ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:
– მენინგიტი (ენტეროვირუსებს უკავიათ მეორე ადგილი სეროზული მენინგიტის გამომწვევი ვირუსებს შორის).
– ენცეფალიტი.

სასუნთქი სისტემის მხრიდან გამოვლინება:
– ფარინგიტი, ზედა სასუნთქი გზების კატარი.
– ბრონქიტი ან პნევმონია.
– გამოვლინება გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან.
– მწვავე მიო და პერიკარდიტი.

ენტეროვირუსული ინფექციის დიაგნოსტიკა გაცილებით მარტივდება, როდესაც აღინიშნება ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები. ენტეროვირუსული ინფექციის სპეციფიკური დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება პირდაპირი და არაპირდაპირი იმუნოფლორესცენციის მეთოდები. გამოკვლევის მასალას წარმოადგენს პირის ღრუდან აღებული ნაცხი, განავალი, თავზურგტვინის სითხე. გარკვეული მნიშვნელობა აქვს იგივე მასალის დიაგნოსტირების ვირუსოლოგიურ მეთოდებს. ძირითადი მნიშვნელობა აქვს სეროლოგიურ დიაგნოსტიკას. ენტეროვირუსისას ტარდება პათოგენეზური და სიმპტომატური მკურნალობა. ანტიბიოტიკები ინიშნება მხოლოდ მეორადი ინფექციის თანდართვისას.