შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

2021-10-01 15:16:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია.

უწყებაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფორმაცია უკრაინულ მხარესთან კომუნიკაციის საფუძველზე მიიღეს.

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვქონდა უკრაინულ მხარესთანაც და მათგანაც დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.