"სახალხო პარტიის" პროპორციული სიის 1-ელი ნომერი რუსთავში, ლევან ონიანი ამომრჩეველს მიმართავს და 2 ოქტომბერს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდებს.
ონიანი განსაკუთრებულ აქცენტს საჯარო მოხელეებზე აკეთებს და აღნიშნავს, რომ მათ უნდა დაივიწყონ შიში და გადაწყვეტილება საარჩევნო უბნებზე სწორედ ასე მიიღონ.
"მე მინდა თითოეულ რუსთაველს მოვუწოდო, რომ მიუხედავად ნიჰილიზმისა, უამინდობისა, მიუხედავად ყველაფრისა, აუციელებელია ყველა მივიდეს არჩევნებზე. ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ნაცმოძრაობა და ქოცმოძრაობა, ორივე ერთ თამაშს თამაშობს. თუ გნებავთ მიშას ეს ჩამოსვლა არჩამოსვლის თემა რომ ავიღოთ, ვის აძლევს ეს ხელს ხომ? ორივე მხარეს. აქედან გამომდინარე, ორივე ერთ რამეს უნდა მიხვდეს, რომ ხალხი არ არის ბრბო, რომ ეს ადამიანები არიან ის ადამიანები, ვინც ერთხელდასამუდამოდ უნდა მართოს თავისი ქვეყანა. სწორედ ამიტომაც, სახალხო პარტიის მთავარი საარჩევნო ლოზუნგიც ასეთია, შევცვალოთ სისტემა სახალხო მმართველობით.
ასევე მინდა მივმართო ყველა საჯარო მოხელეს, რომ დაივიწყონ ყველანაირი შიში და რასაც გული უკარნახებთ, ის გააკეთონ. გამოიყენონ თავისი მოქალაქობრივი უფლება და შემოხაზონ ის პარტია, რომელიც მათ გულით უნდათ და არა ის, რომელსაც ეუბნებიან.
საჯარო მოხელეებს დგანან და კვირაში ორჯერ უტარებენ თათბირს, აშინებენ ამ ხალხს და ასე უნდათ რომ შემოახაზინონ 41.
სახალხო პარტია არის ის ძალა, რომელიც ორიენტირებულია სწორედაც ხალხის ინტერესებზე. ხალხი გამოიჩენს გულისხმიერებას და შემოხაზავს 44-ს.
არ გაუწყრეს მმართველ პარტიას ღმერთი და არაფერი გაბედონ ზედმეტი. არ გააყალბონ არჩევნები, ამის საშუალებას არ მივცემთ ჩვენ, რადგან მათზე მეტი ცოდნა გვაქვს არჩევნების კუთხით, მაგრამ არც კი ეცადონ", - აცხადებს ონიანი.