რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის ბიჭი დაშავდა. [ვიდეო/video]
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, “ჰონდას” მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში გადავარდა.
ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანა.
პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი კონტაქტური იყო.
დაშავებული ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურეა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.