"ქვეყანას ორი არჩევანი აქვს"

2021-09-30 12:29:28

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო უახლოეს დღეებში 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას დაიწყებს.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ამ შემთხვევაში ქვეყანას ორი არჩევანი აქვს.

„ორი არჩევანი აქვს ქვეყანას. პირველი - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია ჩავატაროთ მხოლოდ რისკის ჯგუფებში ან შესაძლებელია მეორე გზა, რომელიც აირჩია აშშ-მა, კანადამ და ევროპის ბევრმა ქვეყანამ, ეს არის გზა, ჯანმრთელობის სტატუსის მიუხედავად, 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვების იმუნიზაცია.

ორივე ვარიანტი იქნება განხილული და გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველო უახლოეს დღეებში 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას დაიწყებს “, - განაცხადა „რუსთავი 2“ -ის ეთერში ივანე ჩხაიძემ.