"წუწუნს ჯობია აიცრა"

2021-09-30 11:16:22

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის 60 % სრულიად მოშიშვლებული ხვდება კოვიდის შემდეგ ტალღებს.

როგორც კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, მოსახლეობის 21%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. კულუმბეგოვი ვარაუდობს, რომ ვაქცინირებული ადამიანების 80% ის ადამიანები არიან, რომელთაც „ინფექცია უკვე გადაიტანეს და ვირუსს თვალებში ჩახედეს“.

კულუმბეგოვი საზოგადოებას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„საქართველო:

– კოვიდი გადაიტანა მოსახლეობის 16.5% -მა (613 ათასმა ადამიანმა), მსოფლიოში ჩატარებული სეროპრევალენტობის კვლევები აჩვენებს, რომ ეს ციფრი რეალურად ორმაგდება არადიაგნოტირებულების და უსიმპტომოების ხარჯზე ანუ რეალური ციფრი ჩვენთან იქნება დაახლოებით 30-35%!

– აცრა გაიკეთა მოსახლეობის 21% – მა, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ მაგრამ ეჭვი მაქვს აქ 80% ის ხალხია ვინც ინფექცია უკვე გადაიტანა და ვირუსს თვალებში ჩახედა

– გამოდის ჩვენი მოსახლეობის 60 % სრულიად მოშიშვლებული ხვდება კოვიდის შემდეგ ტალღებს, რომლის აღმავალი მრუდი 2-2.5 თვეში გამოჩნდება!

– წუწუნს ჯობია აიცრა და არ დაუშვა შემდეგი ტალღა ჩვენს ქვეყანაში!“, – წერს კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.