რუსთავში მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს დაეჯახა

2021-09-29 23:21:41

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით მშვიდობის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა.

ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, 30 წლამდე ქალი და მისი 2 მცირეწლოვანი.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ბავშვები ცენტრალურ საავადმყოფოში, ხოლო ქალის გადაყვანა კლინიკა რუსთავში მოხერხდა. არსებული ინფორმაციით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ინფო რუსთავი" დამატებით დეტალებს აზუსტებს.