გირჩი ტური რუსთავში [video]

2021-09-29 19:31:28

პოლიტიკურმა პარტიამ "გირჩი - მე თავისუფლება" რუსთავში გირჩი ტური მოაწყო.

როგორც პარტიის ლიდერმა ზურა გირჩი ჯაფარიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ამ აქცია-პერფორმანსით, მათ კომპანია "ინტერტრანსის" მონოპოლია გააპროტესტეს, რომელსაც თბილისი-რუსთავის მიმართულებით მგზავრები გადაჰყავს.

"ამ აქციით ვაპროტესტებთ კომპანია ინტერტრანსი მონოპოლიურ მდგომარეობა, რომელიც მას მერიამ მისცა. კომპანიას ევალება თბილისიდან რუსთავამდე და პირიქით მგზავრების გადაყვანა. იმის გამო, რომ მათ აქვთ მონოპოლიური მდგომარეობა, სხვას არავის არ აქვს საშუალება იგივე სერვისი შესთავაზოს რუსთავის მაცხოვრებლებს. ხარისხი გაუარესდა და ფასმაც აიწია. ფასი იწევდა რეგულარულად, დაიწყო ლარიდან და ახლა არის თითქმის ორი ლარი",- განაცხადა ჯაფარიძემ.

აქცია-პერფორმანსის იდეის ავტორი რუსთავის ვიცე-მერობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატი ირაკლი კუკანიაა, რომლის თქმითაც ეს აქცია-პერფორმანსი არ უნდა იყოს ერთჯერადი სახის.

"კონკრეტულად განსაზღვრული ჯერ არაფერი არა გვაქვს. ეს არის პირველი პერფორმანსი, რათა ვაჩვენოთ ყველას რომ არის საშუალება მგზავრები გადაიყვანოს არამარტო "ინტერტრანსმა, არამედ სხვა მძღოლებმაც. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, რომ ვისაც ჰყავს მიკროავტობუსი მობრძანდნენ ჩვენთან, დაიწყონ მუშაობა და მერე მარშრუტების შედგენაშიც თავად მიიღონ მონაწილეობა.

ინტერტრანსის ფასი იმიტომაა გაზრდილი, რომ რასაც დღიურ გეგმას ეძახიან არის სადღაც 78-90 ლარის ფარგლებში, რაც ზრდის მგზავრობის ფასს.

ჩვენთან მსგავსი გეგმა არ იქნება, შეიძლება იყოს სიმბოლური დღესი 3-5 ლარი. რადგან ინტერტრანს მონოპოლიაა აქვს მგზავრთა გადაყვანაზე, ჩვენ გვექნება ტურისტული კომპანია და მოვემსახურებით ამ ადამიანებს, როგორც ტურისტებს",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ირაკლი კუკანიამ.

პირველი ეტაპისთვის მგზავრთა გადაყვანა იყო უფასო. რეგულარული ხასიათის მიღების შემდეგ კი დაწესდება მგზავრობის საფასური, თუმცა ზურა ჯაფარიძის განცხადებით არსებულ ტარიფთან შედარებით ბევრად ნაკლები იქნება.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები