მატარებელი ქალს დაეჯახა

2017-08-15 14:35:07

ბათუმში სატვირთო მატარებელი 44 წლის ქალს დაეჯახა. ექიმების ინფორმაციით ქალს მძიმე დაზიანება სახის არეში აქვს მიღებული. 44 წლის ქალი საავტომობილო გზიდან მატარებლის ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც სატვირთო მატარებელი დაეჯახა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ 275-მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.