საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები

2021-09-29 12:43:47

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 4 ოქტომბრიდან სკოლებში, ბაგა-ბაღებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა განახლდება.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

გარდა ამისა, განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და მშობლებს საშუალება ექნებათ, რომ სურვილის შემთხვევასი დისტანციური სწავლება აირჩიონ.