ბათუმში ავტოსგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. ავარია ბარცხანის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ავარიის შედეგად დაშავებულები ტრავმული შოკით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.