4 ოქტომბერს სწავლა სკოლებში განახლდება

2021-09-28 17:03:20

4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება, ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

4 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ასევე მუშაობას განაახლებენ სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებები და ბავშვთა გასართობი ცენტრები“,-განაცხადა ღიბრაძემ.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში სწავლის განახლების შემდეგ პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.