სამხრეთ კორეაში შესაძლოა ძაღლის ხორცის ჭამა აიკრძალოს

2021-09-27 18:34:37

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჩჟე ინი აცხადებს, რომ ქვეყანაში ძაღლის ხორცის ჭამა უნდა აიკრძალოს. ინფორმაციას სააგენტო Yonhap ავრცელებს.

შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა გააკეთა, როდესაც პრემიერმა მას მიტოვებული შინაური ცხოველების მოვლის სისტემის გაუმჯობესების შესახებ მთავრობის გეგმა გააცნო.

"ხომ არ მოვიდა დრო, განვიხილოთ ძაღლის ხორცის ჭამის აკრძალვა?", - განაცხადა მუნმა.

ამჟამად სამხრეთ კორეაში ჯერჯერობით არსებობს ფერმები, სადაც ძაღლების ზოგიერთი ჯიში საკვებად არის გამოყვანილი.

თავად მუნი ძაღლების მოყვარულია და რამდენიმე მათგანთან ერთად საპრეზიდენტო რეზიდენციის ტერიტორიაზე ცხოვრობს.

სამხრეთ კორეაში მოქმედებს ცხოველთა დაცვის აქტი, რომელიც, ძირითადად, მიზნად ისახავს ძაღლებისა და კატების სასტიკი დაკვლის პრევენციას, მაგრამ არა ძაღლების საკვებად მოხმარებას.