"აიცერი და მოიგეში" 4 რუსთაველმა ფული მოიგო [photo]

2021-09-27 18:04:06

ვაქცინირებულთა ლატარიის 27 სექტემბრის გათამაშებაში ოთხმა რუსთაველმა 100-100 ლარი მოიგო.

ამის შესახებ ინფორმაცია Stopcov.lotto.ge-ზე გამოქვეყნდა.

სადაც ვკითხულობ, რომ მოგებულებს შორის ორი სინოვაკით, ერთი ასტრაზენეკათი და ერთიც ფაიზერის ვაქცინით იყო აცრილი.

ასევე გათამაშდა 10 000 ლარი, რომელიც თბილისში სინოვაკით აცრილმა ადამიანმა მოიგო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები