რისკჯგუფების ვაქცინაცია

2021-09-27 14:29:35

პენსიონერთა ვაქცინაციის მეტი სტიმულირების გეგმა არსებობს, რომელსაც მომავალ კვირაში წარვადგენთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„გეგმა უკვე არსებობს, თუ როგორ წავახალისოთ 60 წელს ზემოთ მოქალაქეების ვაქცინაცია და მას წარვადგენთ 28 სექტემბერს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვაქცინირებულთა შორის 60 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეების მხოლოდ 28,77%-ია აცრილი.

ბოლო პერიოდში ვაქცინაციის ტემპმა მკვეთრად იკლო, ამას თავად ხელისუფლებაც აღიარებს და აცხადებს, რომ განსაკუთრებული რისკჯგუფები სწორედ 60 წელს ზემოთ მოქალაქეები არიან.