საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ჩინური წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის,"სინოვაკის" შესახებ კვლევებზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, აღნიშნული ვაქცინის შედეგად მიღებული ანტისხეულები 40 დღეში ნახევრდება.
შესაბამისად, ფხაკაძე ამბობს, რომ "სინოვაკით" აცრილებისთვის :ფაიზერის" ვაქცინის მეამე დოზა უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
"სინოვაკით აცრილების ანტისხეულები ნახევრდება 40 დღეში! თან ეს ეხება ორიგინალ ვუჰანურ ვირუსს!
60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში ეს მონაცემები კიდევ უფრო დაბალია!
დასკვნა: დელტა ვარიანტის (რაც ახლა არის საქართველოში) დროს სინოვაკით აცრის შემდეგ ანტისხეულები შესაძლოა, მხოლოდ ერთი თვე იყოს ადეკვატური რაოდენობით ორგანიზმში! ანუ დაცული იქნებით 1 თვე!
საქართველოში ყველა კოვიდვაქცინა არის უსაფრთხო!
საქართველოში (მსოფლიოში მოდერნაც კარგად მუშაობს) ყველაზე ეფექტური ვაქცინა არის ფაიზერი- ბიონტეკი!
ყველას, ვინც აიცრა დაბალეფექტური ვაქცინებით, უნდა ჰქონდეთ საშუალება, აიცრან ფაიზერით! (2-5 თვეში - ვაქცინის მიხედვით).
სამედიცინო პირბადე არის უნივერსალური ყველასთვის.
არ გაავრცელოთ ვირუსი, გაავრცელეთ სიყვარული", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.