საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ abcnews.go.com იუწყება.
მიწისძვრამ შენობები ნაწილობრივ დააზიანა. მიწისქვეშა ბიძგების დროს ადამიანები ქუჩაში გამოვარდნენ. სკოლებიდან ბავშვების ევაკუაცია მოხდა. ათენის გეოდინამიკური ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ათენიდან 246 კმ-ში მდებარეობდა.
თავის მხრივ, ევროპა - ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის და აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 6 მაგნიტუდას აღწევდა. ეს სხვაობა იმით არის გამოწვეული, რომ თავდაპირველად ზუსტი მაგნიტუდის დადგენა შეუძლებელია.