iphone 8-ის პრეზენტაცია მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიმართება. ახალი მოდელის შესახებ Forbes-ის რედაქტორმა გორდონ კელიმ ისაუბრა. მისი თქმით, იმის მიუხედავად რომ iphone 8 ოდნავ დიდია ვიდრე iphone 7, ის მაინც კომფორტულია და ხელზე მაქსიმალურად მორგებულია. მოდელი არის მთლიანად სენსორული, selfies-ს კამერა არის უმაღლესი ხარისხის. მთავარი კამერები განლაგებულია ვერტიკალურად, ეს მოხდა იმიტომ რომ გამოსახულება უფრო ლამაზად აღიბეჭდოს. გარდა ამისა ეს მოდელი მაღალხარისხიანი მეტალისგან არის დამზადებული. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი მოდელი რომლის დამტენსა და ყურსასმენებს სადენი არ დასჭიდერდება. მოდელი დაიტენება დისტანციურად და სწრაფად, თუმცა დამტენის სავარაუდოდ ძვირი ეღირება. მოდელს 25 განსხვავებული სიახლე ექნება, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ გაუჟონია. კელი აღნიშნავს რომ განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება სენსორებს, კონკრეტულად კი ის ფუნქციები რომელიც ქმნის ტელეფონის უსაფრთხოებას. კელის ვარაუდით მოდელის 2 თაობა გამოვა, apple-ის ახალი მოდელი კი თანამედროვე ტექნოლოგიებში ძალიან მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.