28 წელი სოხუმის დაცემიდან და ჟიული შარტავას გარდაცვალებიდან [photo]

2021-09-27 11:46:55

სოხუმის დაცემიდან და ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დახვრეტიდან 28 წელი გადავიდა.

რუსთავის მერმა, საკრებულოს წევრებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ეროვნული გმირის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს.

რუსთავის ხარების ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზ მიქაელ ჭაბაშვილმა გარდაცვლილი ეროვნული გმირის ძეგლთან პარაკლისი გადაიხადა.

ცნობისთვის, აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა.

ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, ომს აფხაზეთში ქართულ მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაპირისპირების დროს 100-ზე მეტი რუსთაველი დაიღუპა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები