"ერთი სანერვიულო თემა მოხსნილია, ვაქცინები აღარ გვიფუჭდება FDA – იმ 22 სექტემბერს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფაიზერ/ბიონტეკის ვაქცინას მითითებული ვარგისიანობის ვადა გაუხანგრძლივდა 3 თვით!
წერს სოციალურ ქსელში ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი ეკატერინე ტიკარაძე ფაიზერის ვაქცინასთან დაკავშირებით აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია.
მინისტრის თქმით, ფაიზერის ვაქცინების გაფუჭების რისკი მოხსნილია.
ამასთან, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას, დაახლოებით, 200 ათას დოზას, ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა.
„ჩვენ მათი ათვისების გარანტია გვაქვს. ამ ვაქცინის ვარგისობა 6 თვიდან 9 თვემდეა გაზრდილი. აქედან გამომდინარე, ვაქცინების გაფუჭების რისკი არც არსებობდა და დღეის მდგომარეობით სრულად მოხსნილია“, - დასძინა ეკატერინა ტიკარაძემ.