ეპიდვითარება რუსთავში

2021-09-24 18:20:02

გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსი რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 20 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სწრაფი ტესტით 128 პირი შემოწმდა.

კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა, მერი ლოლაძემ განაცხადა, ვირუსზე კლინიკაში სწრაფი ტესტით 96 პირი გაიტესტა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები