აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირადი გვერდზე წერს:
“საკმაოდ საინტერესო კვლევა ამერიკიდან. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეადარა ამერიკაში დაშვებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები და აღმოჩნდა, რომ ყველაზე ეფექტური არის “მოდერნა” – 93%, შემდეგ მოდის “ფაიზერი” – 88% და ჯონსონის ვაქცინა – 71%.
ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ მოდერნა უფრო “მყარი” ვაქცინაა “ფაიზერთან” შედარებით.
დღეს მხოლოდ “ფაიზერმა” მიიღო სრული ავტორიზაცია 16 წლის ასაკის ზევით ადამიანებში და 12-16 წლის ასაკში – გადაუდებელი მოხმარებისთვის. მოდერნა და ჯონსონი არიან გადაუდებელი მოხმარების ვაქცინები 16 წლის ასაკიდან. მოდერნა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მიიღებს სრულ ავტორიზაციას ამერიკის წამლის სააგენტოდან.
რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტი მტკიცებულებები გვაქვს, რომ “ფაიზერი” და “მოდერნა” საკმაოდ კარგად უმკლავდებიან ამ ვერაგ ვირუსს.
გახსოვდეთ, რომ არც ერთი ვაქცინა არ იცავს 100%-ით და აუცილებელია:
გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე ნებისმიერმა ადამიანმა (აცრილმა და აუცრელმა);
დაიბანოთ ხელები ხშირად;
დაიცვათ დისტანცია და აერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს;
გაანიავოთ შენობები რაც შეიძლება ხშირად;
და, რა თქმა უნდა, აიცერით “ფაიზერით”, სანამ ის ხელმისაწვდომია;
დაეხმარეთ საკუთარ თავს და დაიცავით თქვენი ახლობლები!
იყავით პოზიტიურები და გაეცით სიკეთე და არა ვირუსი!,” – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.