რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში კიდევ ერთი რუსთაველი მწვრთნელის ჯანგულ (ვასო) ჩიხრაძის ვარსკვლავი გაიხსნა.
ვარსკვლავის გახსნას მწვრთნელის მეგობრები, ახლობლები და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ჯანგულ ჩიხრაძე სამწვრთნელო-სააღმზრდელო პროცესში 1982 წლიდან არის ჩაბმული.
მას აღზრდილი ჰყავს მსოფლიო ჩემპიონები სამბოში: ვეფხია ავალიანი, ბადრი ყვავილაშვილი, ბესო ბასილაშვილი, გიორგი შუბითიძე.
ევროპის ჩემპიონები: ზვიად ჩინჩალაძე (უფროსი ასაკი), მიხეილ თურქაძე (ახალგაზრდული თამაშების ჩემპიონი), ზებედა რეხვიაშვილი ევროპის ჩემპიონი ძიუდოში (ჭაბუკები), ჭაბუკთა ოლიმპიადის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი სამბოში(ახალგაზრდებში). ვასილ ბერუაშვილი მეორე ადგილი ევროპის პირველობა ,,სამბოში“. ომარ მეტრეველი მეორე ადგილი ევროპის პირველობა ,,სამბოში“.
ჩამოთვლილი ჩემპიონების გარდა ჯანგულ ჩიხრაძეს აღზრდილი ჰყავს ყოფილი საბჭოთა კავშირისა და საქართველოს მრავალი ჩემპიონ-პრიზიორები: ფრიდონ ყვავილაშვილი, ავთანდილ ყვავილაშვილი, ძმები დარძულები ( დათო, გოგა, ნიკო), ზაურ გაგნიძე, ლადო აფციაური, დემეტრე ზედაშიძე და ელგუჯა ბარბაქაძე.
გარდა სამწვრთნელო კარიერისა, ჯანგულ ჩიხრაძე გახლავთ აფხაზეთის ომის მონაწილე.