ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები რუსთავში

2021-09-24 12:31:05

დღეიდან, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მოძრავი პუნქტი, რომელიც აქამდე 25-ე საჯარო სკოლის წინ იღებდა ვაქცინაციის მსურველებს, განთავსებულია მეგობრობის გამზირზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ.

რუსთავში, სამედიცინო დაწესებულებების პარალელურად, კოვიდვაქცინით იმუნიზაცია შესაძლებელია მე-12 მკ/რნ -ის N24 (23-ე საშუალო სკოლის წინ), მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, (სუპერმარკეტ ,,მადაგონის“ წინ) და მეგობრობის გამზირზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ.

რუსთავში მოძრავ ვაქცინაციის ცენტრებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება ,,ფაიზერის”, ,,სინოვაკის” და ,,სინოფარმის’’ წარმოების ვაქცინითაა შესაძლებელი.

იმუნიზაციის მსურველებს 11:00 საათიდან ჩაუტარებენ აცრას.

ადგილზე მისულ რუსთაველებს, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, ყველა იმ მომსახურებას გაუწევს, რასაც ამბულატორია სთავაზობთ.

რუსთავში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები 2 სექტემბერს ამოქმედდა და მათი მომსახურებით, 2227-მა მოქალაქემ უკვე ისარგებლა.