"არა ძალადობას, მოდი არჩევნებზე"

2021-09-23 16:15:53

პარტია "ლელომ" რუსთავში სიძულვილის შემცველ ბანერს თეთრი ფერის ნაჭერი წარწერით "არა ძალადობას, მოდი არჩევნებზე" გადააკრა.

როგორც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, ნინო იმედაშვილმა განაცხადა,ამ აქციით სურთ ადამიანებს უთხრან, რომ არ შეეშინდეთ და მივიდნენ არჩევნებზე.

"ბოლო ცხრა წელია, ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ მხოლოდ გვეუბნება, რომ არა ნაცებს და ამ მოწოდებით ის თესავს სიძულვილს, ჰყოფს საზოგადოებას, ახდენს განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანების დემორალიზებას, შეშინებას. ჩვენ ამ აქციით ვეუბნებით ადამიანებს, არ შეგეშინდეთ, მოდით არჩევნებზე, თქვენი ხმა არის მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი, ყველაზე მძლავრი იარაღი. ამიტომ ეშინია ყველა ხელისუფლებას თქვენი ხმის", - აცხადებს ნინო იმედაშვილი.

შეგახსენებთ, სიძულვილის ენის შემცველი ბანერი რუსთავში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. ის მეგობრობის გამზირზეა განთავსებული.