ჰაერის დაბინძურება ყოვლწლიურად 7 მილიონ ადამიანს კლავს

2021-09-23 14:23:40

გარემოს დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურების გამო 7 მილიონი ადამიანი ნაადრევად კვდება.

ჯანმოს გენერალური დირექტორის ტედროს ადჰანომ გებრეისუსის თქმით, ჰაერის დაბინძურება სერიოზული პრობლემაა ყველა ქვეყნისთვის თუმცა საკითხი უფრო სერიოზულად დგას დაბალ და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებშიც.

"ჰაერის დაბინძურება, კლიმატური ცვლილებებთან ერთად, ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი საფრთხეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას შეუძლია კლიმატური ცვლილებების შემსუბუქება. გამონაბოლქვების შემცირება კი თავის მხრივ ჰაერის ხარისხს გააუმჯობესებს",- აცხადებს გაერთიანებული ერების ჯანდაცვის სააგენტო.

გარდა ზრდასრული ადამიანებისა, დაბინძურებული ჰაერი უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვებზეც, რომლებშიც შესაძლოა შეაფერხოს ფილტვების ზრდა და მისი ფუნქციონირება, გამოიწვიოს რესპირატორული ინფექციები და ასთმის მძიმე ფორმა.

ჯანმომ ჰაერის ხარისხის შესახებ ახალი გაიდლაინები გამოაქვეყნა, რომელშიც ცვლილებები ბოლოს 2005 წელს განხორციელდა. მათი თქმით, ახალ გაიდლაინებს მილიონობით ადამიანის გადარჩენა შეუძლია.

ფოტო: "გავიგუდეთ"

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები