ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები რუსთავში

2021-09-23 13:24:11

დღეიდან, მე-12 მკ/რნ -ის N24-ის მიმდებარედ (23-ე საშუალო სკოლის წინ) განთავსებულ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში, მსურველებს, “ფაიზერისა” და “სინოვაკის” გარდა, ,,სინოფარმის’’ წარმოების ვაქცინითაც აცრიან.

რუსთავში, სამედიცინო დაწესებულებების პარალელურად, კოვიდვაქცინით იმუნიზაცია შესაძლებელია მე-12 მკ/რნ -ის N24 (23-ე საშუალო სკოლის წინ), მე-19 მკ/რნ, აღმაშენებლის გამზირი N89, (სუპერმარკეტ ,,მადაგონის“ წინ) და 25-ე საჯარო სკოლის წინ მოწყობილ მოძრავ ამცრელ პუნქტებში.

იმუნიზაციის მსურველებს 11:00 საათიდან ჩაუტარებენ აცრას.

ადგილზე მისულ რუსთაველებს, კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი, ყველა იმ მომსახურებას გაუწევს, რასაც ამბულატორია სთავაზობთ.

ამ ეტაპზე, რუსთავში მოძრავ ვაქცინაციის ცენტრებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება რუსთავში ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები 2 სექტემბერს ამოქმედდა და მათი მომსახურებით, 1961-მა მოქალაქემ უკვე ისარგებლა.