რუსთავის ავტობანზე ტაქსი ძროხას შეეჯახა [video]

2021-08-22 10:54:15

რუსთავი თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ტოიოტას მარკის ტაქსი ძროხას შეეჯახა. [ვიდეო/video]

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ტაქსის მძღოლმა განუცხადა, ავტობანზე 60 კმ/სთ-ით გადაადგილდება, რა დროსაც მოულოდნელად გზაზე მსხვილფეხა პირუტყვი გამოჩნდა, მძღოლმა ავტომობილის აცილება ვეღარ შეძლო და ცხოველს შეეჯახა.

შემთხვევის დროს ავტომობილში მძღოლის გარდა სამი მგზავრი ისხდა, მათშორის ორი არასრულწლოვანი. არცერთი არ დაშავებულა.

მძღოლის თქმით, რუსთავი თბილისის ავტობანზე უყურადღებოდ დატოვებული მსხვილფეხა პირუტყვის გამოჩენა გახშირებულია.

ძროხის მეპატრონეს, პირუტყვის უყურადღებოთ დატოვებისთვის, სავარაუდოდ, 100 ლარიან ჯარიმას გამოუწერენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები