ისრაელში შექმნილი წამალი კორონავირუსს 5 დღეში მკურნალობს

2021-09-21 19:38:31

ისრაელში შექმნილი წამლით მკურნალობის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებული 90 პაციენტიდან, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა, 93% 5 დღეში ან ნაკლებ დროში ვირუსისგან განთავისუფლდა.

ამის შესახებ ინფორმაციას Jerusalem post-ი ავრცელებს.

კლინიკური ცდების მეორე ფაზაზე დადასტურდა პირველი ფაზის დროს მიღებული შედეგები. პირველი ფაზის დროს ჩატარებულ კვლევაში საშუალო და მძიმე მდგომარეობაში მყოფი 30 პაციენტიდან 29 რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდა.

"ამ კვლევის მთავარი მიზანი წამლის უსაფრთხოების გადამოწმება იყო. დღესდღეობით ორივე ფაზაში მონაწილე არცერთ პაციენტში არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენა",- აცხადებს პროფესორი ნადირ არბერი.

მეორე ფაზის კვლევა ათენის კლინიკაში ჩატარდა, რადგან კვლევისთვის საჭირო პაციენტები ისრაელში ვერ მოიძებნა.

არბერმა და მისმა გუნდმა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი იმ მოლეკულისგან შექმნეს, რომელსაც 25 წლის განმავლობაში იკვლევენ.

"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 20-დან 19 პაციენტი თერაპიას არ საჭიროებს. 5-დან 12 დღემდე შუალედში პაციენტთა 5% ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება ხდება",- ამბობს არბერი.

კლინიკური გართულების მთავარი მიზეზი იმუნური სისტემის ჭარბი აქტიურობაა, რომელიც ცნობილია ციტოკინის ქარიშხლის სახელით. კოვიდ19-ის დროს სისტემა იწყებს ფილტვებში ჯანმრთელ უჯრედებზე შეტევას. პროფესორის თქმით, სწორედ ამ პრობლემას უტევს ირსაელში შექმნილი პრეპარატი.

სურათზე გამოსახულია კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტი, რომელიც აღნიშნული პრეპარატით მკურნალობდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები