"აიცერი და მოიგეში" კიდევ რამდენიმე რუსთაველმა გაიმარჯვა

2021-09-21 17:51:37

"აიცერი და მოიგე"- ს ყოველდღიური გათამაშებაში თანხა კიდევ 2-მა რუსთაველმა მოიგო.

Stopcov.lotto.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, ვკითხულობთ, რომ ორივე მათგანმა 100-100 ლარი მოიგო.

ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ გამარჯვებულები "სინოვაკით" არიან აცრილი.

ცნობისთვის, ყოველდღიურ ლატარიაში ავტომატურად მონაწილეობს ყველა ადამიანი, რომელიც დღემდე ერთი დოზით მაინც არის ვაქცინირებული.