"აბსურდული წინადადებაა" [video]

2021-09-21 17:36:29

რუსთავში ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში "საზოგადოება რუსთაველები - კეთილი ადამიანებისა" და "რუსთავის სპორტსმენთა თანადგომის ფონდის" წევრებმა სპეციალური განცხადება გააკეთეს, რითიც რუსთავის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატის დავით კირკიტაძის ბოლოდროინდელ განცხადებებს უპასუხეს.

მათი განცხადებით, კირკიტაძის გეგმა, რომ მას შეუძლია რუსთაველებს 900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცეს არის აბსურდული და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

"აბსურდული წინადადება, რომ მიწებს დაურიგებს მოსახლეობას. მისი გუბერნატორობის პერიოდში 2006-2011 წლებში გასხვისდა იაღლუჯის მასივზე გასხვისდა დაახლოებით 20 000 რუსთაველის საბაღე ნაკვეთი, რომელზეც აშენებული იყო სახლები და ხალხი იქ ცხოვრობდა, მოსავალს ღებულობდა. ამის შემდეგ მოახდინეს პრივატიზება მეცხვარეებზე და ამის თაობაზე მე მომიწია ეკონომიკის სამინისტროში მე მომიწია პრივატიზების აქტის გაუქმება და შემდგომში უკვე რამდენიმე წელია სასამართლოში მიდის ეს დავა. ბოლნისის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა, რაც ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა და გადავიდა საკასაციოდ სააპელაციო სასამართლოში, სადაც ამ საკითხის განხილვა 2 წელია მიმდინარეობს",- განაცხადა სერგო ტოპრაკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის რუსთავის მერობის კანდიდატის დავით კირკიტაძის წინასაარჩევნო დაპირებაა, რომ თუკი არჩევნებში გაიმარჯვებს რუსთაველებს მისი მერობის პირველ 100 დღეში საკუთრებაში გადასცემს 600 და 900 კვ.მ მიწის ნაკვეთებს.