რუსთავში ოთარ ხმელიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს [photo]

2021-09-21 16:17:16

რუსთავის ცენტრალურ პარკში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ოთარ ხმელიძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

საზეიმო გახსნის ცერემონიას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მმართველი გუნდის რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ოთარ ხმელიძის სამწვრთელო კარიერა 1978 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ტრავმის გამო აქტიურ სპორტს თავი დაანება. მას აღზრდილი ჰყავს სხვადასხვა თაობის წარმატებული ქართველი კალათბურთელები, რომელთა შორისაც არიან ანატოლი და ვოვა ბოისები, ასევე ქართველი კალათბურთელი გიორგი ბეჟანიშვილი, რომელიც ამჟამად NBA-ში თამაშობს.

2002 წელს საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ ოთარ ხმელიძეს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიანიჭა, რამდენჯერმე იყო ქართული „ოლსტარის“ გუნდის მწვრთნელი, დასახელებულია საქართველოს საუკეთესო მწვრთნელად და მიღებული აქვს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სიგელი, ხუან ანტონიო სამარანჩის ხელმოწერით. ოთარ ხმელიძე რუსთავის საპატიო მოქალაქეა და დაჯილდოებულია ღირსების მედლით.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები