იმუნოლოგ-ალერგოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები

2021-09-21 12:29:57

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კორონავირსის გადაცემის გზებზე ისაუბრა. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა გაციება გახდეს ორგანიზმში ვირუსის შეჭრის მაპროვოცირებელი, ბიძინა კულუმბეგოვი პასუხობს:

„დიახ, მართალია, გადაციება ორგანიზმს ასუსტებს და ამიტომ ასეთ დროს ადამიანს ვირუსი უფრო იოლად ერევა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაციებითი დაავადებები იწყება სექტემბრის ბოლოდან, ანუ მას შემდეგ, რაც აცივდება. მნიშვნელობა არა აქვს იქნება ეს რინოვირუსი, პარაგრიპი, კორონავირუსი, გრიპის ვირუსი თუ რომელიმე სხვა. რინოვირუსზე, ანუ ვირუსზე, რომელიც იწვევს სურდოს და ყელის პრობლემებს, მოდის შემთხვევების სრული ოდენობის 50%, მერე მოდის სხვა ვირუსები. სიცივეში ადამიანს შედარებით უქვეითდება  იმუნობიოლოგიური ძალები, მომატებულია ჰიპოდინამია, ანუ ცხოვრების მჯდომარე წესით გამოწვეული კუნთების მოდუნება, ნაკლებად ნიავდება სამუშაო და საცხოვრებელი სივრცეები. ადამიანებს ეშინიათ გაციების და კარგად განიავების მაგიერ, ფანჯრის გაღებას ერიდებიან. არადა ვირუსები ასეთ დროს თავს სწორედ დახუთულ, ხალხმრავალ სივრცეებს აფარებენ.“- ამბობს კულუმბეგოვი.