რუსთავის ნაწილს 21 სექტემბერს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარ ჯორჯიაში გაზში" განუცხადეს, ბუნებრივი გაზის მიწოდება 10 საათიდან შეუწყდებათ კოსტავას, ფიროსმანის, ბოსტანქალაქის, გომელაურის, მშენებელთა, გოგებაშვილის, პირველი მაისის, ოდიშარიასა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზის მიწოდების შეწყვეტა სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო იგეგმება და მისი აღდგენა 21 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან მოხდება.