ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, რუსთავში კორონავირუსის საწინააღმდეგო 30 000 აცრა ჩატარდა.
ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა მიაწოდა.
ბეგაშვილის ინფორმაციითვე, აქედან სრულად ვაქცინირებული, ანუ ორჯერადად აცრილია 14 000 პირი.
ინფორმაციისთვის, რუსთავში მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი ხუთ სამედიცინო დაწესებულებაში მიმდინარეობს. ასევე, ქალაქში მოქმედებს ვაქცინაციის მოძრავი ცენტრებიც, რომლებიც მოსახლეობას ავტობუსებში აცრის საშუალებას აძლევს.
ცნობისთვის, ამ დროის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით სულ 1 646 441 აცრაა ჩატარებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების თანახმად, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 945 291 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 33.1%.
სრულად ვაქცინირებულია 701 150 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 24.6%.