რუსთავში ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა [photo]

2021-09-20 12:24:42

რუსთავში, მშვიდობის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ბე-ემ-ვესა" და "ვოლგას" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

ავარიის დროს 50 წლამდე მამაკაცი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის გადაუდებელი დახმარების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განუცხადა, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალი სიმძიმისაა და მიმდინარეობს სამედიცინო კვლევები.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები