რუსთავში კაცმა ცოლსა და შვილს სცემა

2021-09-20 00:14:58

რუსთავში კაცმა ცოლსა და შვილს სცემა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ძალადობის ფაქტი XI მიკრორაიონში დაფიქსირდა.

40 წლამდე მამაკაცმა ჯერ 35 წლამდე ცოლს, შემდეგ კი არასრულწლოვან შვილს სცემა.

აღნიშნულ მისამართზე გამოიძახეს კრიმინალური პოლიცია.

სამართალდამცავებმა კაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს.